საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას 99 დეპუტატი ისმენს.პლენარულ სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.ეს არის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე ყოველწლიური ანგარიში, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან კანონმდებლებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.