საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც Covid 19-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაურმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლებმა COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საჭიროა მეტი სოლიდარობა რეგიონულ დონეზე, რადგან საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა უფრო ძლიერი ევოპისკენ. მისი თქმით, პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა.