საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.
პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუნიმ საკუთარი შთაბეჭდილებები ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით.