საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯოდმარეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემქნილი მძიმე მდომოარეობა გააცნო. პრეზდიენტმა შეხვედრაზე ცხინვალში მიმდინარე მოვლენებიც განიხლა და აღნინშნა, რომ ცხინვალის რეგიონში გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარწერიანი მედიკამენტები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აზიანებს არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ოს მოსახლეობასაც. ამასთან შეხვედრაზე განხილული იყო მალაიზიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გააქტიურების საკითხები.