საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში "გურიის" საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც მიზნად ქართული სპორტის განვითარებას ისახავს და მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა.
ცნობისთვის, ლანჩხუთის გურიის აკადემიის შენობას რეაბილიტაცია უტარდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსი 50 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს