საქართველოს პრეზიდენტი, იმერეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს შემდეგ, ქუთაისს სტუმრობს. მან ვიზიტი ქუთაისის ბოტანიკური ბაღიდან დაიწყო. პრეზიდენტი, ასევე, ქართულ-პოლონური არქეოლიგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა შეხვედრა. ვიზიტი უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დასრულდება. პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი იმერეთს 9 თებერვალს ეწვია. ვიზიტის პირველი დღე წყალტუბოში დაიწო.