პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის შემადგენლობა შეძლებს გაცემული დაპირებები შეასრულოს. განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრეზიდენტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ეს გუნდი შეძლებს უპასუხოს ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებს, უზრუნველყოს დაანონსებული რეფორმების შესრულება იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება გახდეს ბევრად უკეთესი.