საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიაში ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარის ეკოლოგიას, ეკოსისტემასა და მათი შენარჩუნების ხერხებს შეეხო.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა და განვითარების სტრატეგიები. პრეზიდენტმა სამი პრობლემური საკითხი გამოყო, რომელებიც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის ტენდერების პროცესის მოქნილობა, რეგიონის დეცენტრალიზაცია და მიწის რეგისტრაციის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისათვის.