პრეზიდენტი გორში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.