საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის გაწვევას „გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს“. ზურაბიშვილი აღნიშნულ ფაქტს შიდა ქართულ პოლიტიკასთან, ოპოზიციურ სპექტრთან და ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან აკავშირებს. სალომე ზურაბიშვილი თემის დეტალებზე საუბარს საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგან მისთვის ახლა უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობა პრიორიტეტს წარმოადგენს თუმცა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ძაფების გაბმას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი ცდილობს.