პრეზიდენტი დღეს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების - "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შეხვდება. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით შეხვედრა და კონსულტაციების გამართვა ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა, რომელსაც ამ ეტაპზე, მხოლოდ ეს ორი ფრაქცია გამოეხმაურა. პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ცოტა ხნის წინ მიიღო, 6 მარტს კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად - დაადოს ვეტო კანონს თუ მას ხელი მოაწეროს, 10 დღიანი ვადა აქვს.