დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ფორუმი -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიასპორის დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს თბილისში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, დიასპორის ფორუმის თუ სხვა კულტურულ-საზოგადოებრივი ღონისძიებების სახით, 27-28 მაისს იმართება და საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, მათი სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირების, დიასპორული ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევებზე მსჯელობისათვის.
პრეზიდენტის თქმით ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მათ უფლება უნდა ჰქონდეთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში.
ზურაბიშვილის განცხადებით, დიასპორამ საქართველოს პარლამენტში უნდა მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა.