პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით მსგავსი ინფორმაციების გავრცელებვა სპეკულაციაა. ამასთან როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის შესაბამისად მიმდინარეობს.