პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთი ქვედა სართულზე იყო, მეორე ზედა სართულზე და ორი წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ - ეს უშიშროების საბჭოს ბრალია?, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემების ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ უშიშროების საბჭო არაეფექტური იყო, ვინაიდან არ იკრიბებოდა, არასერიოზულია.