საქართველოს პრეზიდენტი და პრემირ-მინისტრი ბრიტანელ ხალხს სამძიმარს უცხადებენ. "შეძრწუნებული ვარ ვესტმისტერის სასახლესთან მომხდარი ტერორისტული ინციდენტის გამო. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას და თანადგომას ვუცხადებთ გაერთიანებულ სამეფოს," - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრიც "მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში" - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
იხილეთ: