მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი პრემიერის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კითხვები ისმის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ პატარაძის წასვლასთან დაკავშირებითაც.
"მე ამას არ განვიხილავ კერძო ჭრილში. ჩემი ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.