არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება, რომ ძალადობით, ვანდალიზმით ესაუბროს თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს - ასე ეხმაურება პრეზიდენტი ბათუმის მოვლენებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე.ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია, - აცხადებს პრეზიდენტი.