თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი, - ასე უპასუიხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე დასმულ კითხვას. ზურაბიშვილის განცხადებით, "შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით". პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები.