საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიუდენტის შეფასებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
"დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა იენს სტოლტენბერგის მიერ. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავის პარტნიორებს, რომ ისინი განაგრძობენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და პატივი სცეს მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.