დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას, - ამის შესახებ აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამი, ძმათა შორის ომმა, რომლის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი საბჭოური იმპერიალიზმით ნასაზრდოებმა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკამაც ითამაშა, ასეულობით ათასი ადამიანი აქცია დევნილად საკუთარ სამშობლოში.