02:04
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
Pretty Woman - ზღაპრული კონკიას თანამედროვე ისტორია
29-07-2021

მართალია, გარი მარშალის "ლამაზმანი" 1990 წელს იხილა პუბლიკამ პირველად, მაგრამ ზღაპრული კონკიას თანამედროვე ისტორია ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით, სამი ათეული წლის შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას.

შეძლებული მამაკაცის და მსუბუქი ყოფაქცევის ქალის სიყვარულის ერთი შეხედვით ბანალური ისტორია, რომელიც მანამდეც მრავალჯერ იქნა მსოფლიო კინოსა და ლიტერატურაში გამოყენებული, მარშალმა თავისებურად განაახლა და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით შესთავაზა მაყურებელს. გაცვეთილი სიუჟეტი ავტორმა ზედმეტი სენტიმენტალიზმისგან გაათავისუფლა და საოცრად მომხიბვლელი, ზომიერად ირონიული ფილმი შექმნა რომანტიკული და სოციალური კინოს ელემენტებით.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ დებიუტანტმა ჯულია რობერტსმა არა მხოლოდ "ოქროს გლობუსის" პრემია დაიმსახურა, არამედ ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა, რიჩარდ გირმა კი, ჰოლივუდის მთავარი გულთამპყრობელის ამლუა განიმტკიცა და საკუთარი პერსონაჟი – მდიდარი და ხელგაშლილი ედვარდ ლუისი მილიონობოთ ქალის ოცნების მამაკაცად აქცია.

AutoPlay
"რომაული არდადეგები" - ფილმი, რომელმაც 3 „ოსკარის“ პრემია დაიმსახურა, ნამდვილი შედევრი გახდა და ათწლეულების მანძილზე საკულტოს სტატუსს ინარჩუნებს
24-09-2021
"მულენ რუჟი" - ცნობილი ოპერების - "ტრავიატას", "ორფეოსის და ევრიდიკას", "ბოჰემასა" და "პარიზის ცხოვრების" მოტივებზე შეიქმნილი ფილმი
17-09-2021
"ფორესტ გამპი" - თანამედროვე ამერიკული კინოს შედევრად ქცეული ფილმი, რომელმაც "ოსკარის" ექვსი პრემია დაიმსახურა
07-09-2021
"ზოდიაქო" - ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟი არა უბრალოდ შეშლილი მანიაკი, არამედ შიფრისა და კრიპტოგრამის გენიოსია
22-07-2021
"ლა-ლა ლენდი" - ფილმი, რომელიც პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად იქცა
15-07-2021
"იდეალური უცნობები" - ფილმი, რომელმაც მაყურებლის სიმპათიასთან ერთად იტალიური კინოაკადემიის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა და წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა
07-07-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები