„პრესტიჟი“ ამერიკელი მწერლის, კრისტოფერ პრისტის ფანტასტიკური ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა „საიმონ ენდ შუსთერის“ მიერ, 1995 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა და დღემდე ნათარგმნია 40-მდე ენაზე.
წიგნის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალური დღიურების ჩანაწერებზე, რომელიც ასახავს 1800-იანი წლების, ინგლისის სცენის ორი ვირტუოზი ილუზიონისტის რუპერტ ენჯერის და ალფრედ ბორდენის იდუმალ ისტორიასა და დაძაბულ მეტოქეობას, რომელიც მათ ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. ისინი ცდილობენ ერთმანეთის ფოკუსების საიდუმლოს ამოხსნის გზას მიაგნონ , რისთვისაც ყველა ღონეს ხმარობენ და არაფერს უშინდებიან. ტყუილებითა და ეჭვიანობით გაჯერებული ორთაბრძოლა აღსავსეა, სახიფათო და დაძაბული სიუჟეტებით , რომელმაც მთავარი გმირები , შესაძლოა სასიკვდილო შედეგებამდეც კი მიიყვანოს.
კრისტოფერ პრისტი 1943 წელს ინგლისში, კერძოდ, ქალაქ ჩეშერში დაიბადა. წერა კოლეჯის დასრულებისთანავე დაიწყო,რის შემდეგაც, 1968 წლიდან ფრილანსერ ჟურნალისტად მუშაობა გააგრძელა. მისი პირველი ნოველა, სახელწოდებით „გაქცევა“ 1966 წელს გამოქვეყნდა. კრისტოფერ პრისტს, ჯამში გამოქვეყნებული აქვს ოცამდე ვრცელი ნოველა, სხადასხვა კრიტიკული, ბიოგრაფიული ნაშრომი და საბავშვო, ფანტასტიკური ჟანრის მოკლე მოთხრობები. როგორც ჟურნალისტი, არის ავტორი არაერთი სტატიისა და მიმოხილვისა, რომელსაც წერდა ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორიცაა The Times, The Guardian, The independent და სხვ.
პრესტიჟი მწერლის რიგით მე-11 ნოველაა. გამოქვეყნებისთანავე, წიგნმა კრიტიკოსებისგან დიდი აღიარება მოიპოვა, რომლის წყალობითაც მწერალი არაერთი ცნობილი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორისაა 1996 წელს მიღებული პრიზი, მსოფლიოში საუკეთესო ფანტასტიკური ჟანრის ნოველისთვის და ჯეიმს თაითის შავი მემორიალური ჯილდო.
2006 წელს წიგნის ადაპტაცია ტელეეკრანებზე , კინოკომპანია „ვორნერ ბრაზერს ფიქჩერსის“ მიერ , იმავე სახელწოდებით განხორციელდა. რომლის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, ხოლო მთავარი როლების შემსრულებლები ჰიუ ჯეკმანი და კრისტიან ბეილი არიან. ფილმის ბიუჯეტმა, 40 მილიონი დოლარი შეადგინა, ფილმის მოგება კი, 110 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ. ის ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებ-გვერდზე: პალიტრა ელ წერტილი ჯი.