იძულებული ხართ მოკლე ტექსტური შეტყობინების წასაკითხად მობილური ტელეფონი შორს გაწიოთ?
გიყვართ კითხვა, მაგრამ თვალების გადაღლისა და დაძაბულობის შეგრძნების გამო, იძულებული ხართ რამდენიმე წუთში გვერდით გადადოთ წიგნი ან გაზეთი?
თქვენი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მკაფიო გამოსახულების მიღების მიზნით იძულებული ხართ განათების უკეთესი პირობები შეიქმნათ?
ეს პრესბიოპიაა - რომელიც ფიზიოლოგიური მოვლენაა და ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება. პრესბიოპია შესამჩნევი ხდება დაახლოებით 40 წლის ასაკიდან.
პროფ.მერაბ დვალის კატარაქტისა და ლაზერული ქირურგიის კლინიკა ახალ მზერაში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა პრესბიოპიის კორექციის ქირურგიული საშუალებების დანერგვას.
უკვე 22 წლის განმავლობაში კლინიკა თავისი პრინციპების ერთგული რჩება და თითოეულ ადამიანს ვინც ნდობა გამოუცხადა თვალის ჩინივით უვლის.კლინიკაში საოპერაციო დღეა. ქირურგთან 20 საოპერაციო პაციენტია ჩაწერილი. 20 ადამიანი, რომელიც მხედველობის აღდგენას იმედიანად ელის. თითოეული მათგანი ახალი მზერის მოლოდინშია.