იაპონურმა კომპანია Shionogi შექმნა გრიპის საწინააღმდეგო უნიკალური პრეპარატი, სახელად ბალოქსავირ-მარბოქსილი. მეცნიერების აზრით, მისი ერთი დოზა საკმარისი იქნება გრიპის ერთ დღეში დასამარცხებლად, რაც კლინიკურმა ცდებმაც დაადასტურა.გრიპით დასნებოვნებული 1436 მოხალისე დაჰყვეს სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფის მოხალისეებმა ერთხელ მიიღეს 40-80 მგ ბალოქსავირ-მარბოქსილი, მეორე ჯგუფს ხუთი დღის განმავლობაში აძლევდნენ 75 მგ ოსელტამივირს, ხოლო მესამე ჯგუფს - პლაცებოს.გრიპით დაავადებული პაციენტების რაოდენობა პირველ ჯგუფში მეორესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. დაახლოებით 24 საათში ორგანიზმში გრიპის ვირუსი განადგურდა.ოსელტამივირის მიღების შემთხვევაში ამას 72 საათი დასჭირდა, ხოლო პლაცებო-ჯგუფში-96 საათი. ახალი პრეპარატის მიღება ამცირებდა გართულებების რისკსაც. 2019 წელს პრეპარატი ბაზარზე უნდა გამოვიდეს.