თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველომ პრეპარატი „პლაქვენილი“ კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლში დააბრუნა. 22 მაისს ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ „პლაქვენილის“ გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რისკს ზრდიდა. კვლევის გამო, რამდენიმე ქვეყანამ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში აღნიშნული პრეპარატის გამოყენება შეწყვიტა, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა მედიკამენტის კლინიკური გამოცდა. „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეაჩერეს საქართველოშიც. ჟურნალმა „ლანცეტმა“ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების „ჰიდროქსიქლოროქინით“ მკურნალობის რისკების შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია.