დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებები პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს.
გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატი 2015 წლიდან არის ცნობილი, რომელსაც აწარმოებს კომპანია "გილიადი". მისივე თქმით, ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს და პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას.