2016 წელს პრემიისა და დანამატის მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ საერთო ჯამში 321 მილიონ 758 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 6.%-ით, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 11.2%-ით აჭარბებს.
აუდიტის სამსახურის - "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ თანახმად, 2016 წელს პრემიის სახით გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წელთან შედარებით 5.1%-ით შემცირდა, მაგრამ დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა 9.5%-ით გაიზარდა.