პრემიერ-მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ, - აღნიშნული დავალება გიორგი გახარიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გასცა.
პრემიერის პრესსამსაურის ინფორმაციით, როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მზაობა პაციენტების შესაძლო ზრდის პირობებში და საერთო ამოცანაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გადაწყდეს სამედიცინო ობიექტები რეგიონების მიხედვით როგორ უნდა იყოს გადანაწილებული.