სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. გახსნის ცერემონიას პრემიერი მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო. მისი თქმით საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი და ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული. შეგახსნებთ რომ ეს არის პირველი სახანძრო-სამაშველო შენობა საქართველოში, რომელშიც არსებობს ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე.