ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დელეგაციის წევრ ახალგაზრდებთან ერთად ბრიუსელის ქუჩებში გაისეირნა. ახალგაზრდებმა პრემიერთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათი უმეტესობა პირველად იმყოფება ევროპაში და სასიხარულოა, რომ პირველი მოგზაურობა ამ ისტორიულ მოვლენას დაემთხვა. ახალგაზრდების ჯგუფს ბელგიის უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ.