სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ დაუშვილი დღეს გამართავს.პრემიერის მხრიდან ეკონომიკურ ბლოკს მიეცა დავალება, წარმოადგინონ პოსტკრიზიკული გეგმა, რაც ქვეყანას, მოქალაქეებს, სახელმწიფო სექტორს და ბიზნესს მოამზადებს იმისთვის, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდეს ეკონომიკაში არსებული პოზიციები.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო უკვე ფიქრობს დამატებითი სტიმულირების მექანიზმებზე.