პრემიერმა და პრეზიდენტმა იუნკერების მემორიალს პატივი მიაგო. ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება, - განუცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისათვის. თავის მხრივ საქართველოს პრეზედენტმა არშნიშნა, რომ სწორედ იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო და დღემდე მოიტანა დამოუკიდებლობა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.