ინგლისის პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის ვადები ევროპის სხვა ქვეყნებისგან სრულიად განსხვავებული იქნება. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 16 მაისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დაიხურება. FIFA-ს ეგიდით კი, ფანჯარა 9 ივნისამდე დახურულია, ტექნიკური რეგისტრაცია კი პირველ ივლისამდე შეუძლებელია. პრემიერლიგაში სატრანსფერო პერიოდი 8 აგვისტოს სრულდება, 10 აგვისტოს კი სეზონი იღებს სტარტს. ამ პერიოდის შემდეგ ფეხბურთელების ყიდვა ან იჯარით აყვანა შეუძლებელი იქნება, გარდა თავისუფალი აგენტებისა.