ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.ეგვიპტელმა შემტევმა ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინსა და „ჩელსის“ შემტევ ედენ აზარს აჯობა. სალაჰმა დეკემბერში 7 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.