პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოკუპაციის შემდეგ მოსახლეობის მთავარი გამოწვევა ეკონომიკა სიდუხჭირე, უმუშევრობა და სიღარიბეა და სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისკენ უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული და არა უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე.
პემიერის განცხადებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია სიღარიბის კუთხით, რომელიც მომდევნო წლებში ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას.