"სახელმწიფოს ძალიან კარგად ესმის ეკლესიის როლი", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა და იქვე აღნიშან რომ დარწმუნებულია რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობის რეკომენდაციაა, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალების სახლში აღსრულება, აღსრულდეს სახლში.
რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, პრემიერმა დღესასწაულთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა და აღნშნა რომ აღდგომამდე ჯერ 3 კვირაა დარჩენილი.