საქართველოს პრემიერ მინისტრი სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მომხდარ ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
იხილეთ:
აფეთქება სანკტ-პეტერბურგში - მეტროსადგურში 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა
სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტი სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა