"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს.
უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11% "ძალიან კარგად", 34% - "კარგად", 37% - "საშუალოდ", 10% - "ცუდად" და 5% - "ძალიან ცუდად" აფასებს. ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 1% ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა "ძალიან კარგია", 11%-ის აზრით - "კარგია", 36% ზურაბიშვილის საქმიანობას "საშუალოდ" აფასებს, 28% - "ცუდად", 12% კი "ძალიან ცუდად".
კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა და სულ გამოიკითხა 2131 ადამიანი. მისი ცდომილება 1.7 პროცენტია.