დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, კომიტეტში დახურული შეხვედრის გამართვას გეგმავს, რომელზეც ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მიიწვევს.
როგორც კაკულიამ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ვინაიდან ეს იქნება კომიტეტში შეხვედრა და არა საკომიტეტო მოსმენა, ის თავად შეარჩევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც შეხვედრაზე დასწრებას შესთავაზებს.
კაკულია ვარაუდობს, რომ შეხვედრას ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრები დაესწრებიან.