საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება და ამიტომ, ყველა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა, დაიცვას რეკომენდაციები, რომელთა შორის უმთავრესია პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების შესრულება. პრემიერის თქმით, თუკი მოქალაქეების 90 პროცენტი ატარებს პირბადეს, ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70 პროცენტით მცირდება.