პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. მისი თქმით, აღნიშნული მოცემულობა შესაძლებლობას იძლევა საქართველოს მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში დაიწყოს ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი.
გახარიას განცხადებით, საქართველოში პოსტკრიზისული ეპოქა ტურიზმის სექტორისთვის უნდა იყოს ახალი შესაძლებლობა.