პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 20 ივნისთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნაში ახალი არაფერია. როგორც პრემიერი ამბობს, 20 ივნისს სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა. გიორგი გახარიას თქმით, არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა.