საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლდება და 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ. გარდა ამისა, გახარიას თქმით, იმ ფერმერებს, ვისაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო ამ სამუშაოების ღირებულების 50%-იან გრანტს გამოუყოფს. მისივე ინფორმაციით, ამისთვის ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 მაისიდან უნდა მიმართონ.