პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ისეთმა მკაცრმა შეზღუდვებმა, როგორებიც იყო ქალაქის ჩაკეტვა, კომენდანტის საათი, მოქალაქეებისთვის ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა, ქვეყანას მისცა საშუალება ეკონტროლებინა ვირუსის გავრცელება დროსა და სივრცეში.
როგორც პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო იყო თავის ზომის ქვეყნებსა და რეგიონში ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა, რომ პლატო გაეხადა იმდენად პროგნოზირებადი, სპეციალისტებს ეთქვათ - ქვეყანაში არ არის არც ერთი ისეთი ახალი ქეისი, რომლის წყაროც უცნობია. მისივე თქმით, კრიტიკა მარტივია და ყველას შეუძლია თუმცა მთავარი პროცესში იყო ბალანსის პოვნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლობას, ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობას და ეკონომიკურ სიმძლავრეს შორის.