მე-12 კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს, 1-ელ კლასელები - 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს დაასრულებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად ნორმალურ რეჟიმში ჩატარდა, რის გამოც აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროება არ დგას. პრემიერის განცხადებით, ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც.