"ქართული ოცნების" ლიდერებმა სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს. სამეგრელოს რეგიონი ერთ-ერთია იმ ოლქებს შორის, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით ისაუბრეს. პრემიერის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე ყოველთვის მიხელ სააკაშვილის მორჩილი მსახური იყო.
ირაკლი კობახიძე კი ოპოზიციის მერ წარდგენილ ჩრილოვან კაბინეტს უაზრო თამაშს უწოდებს.