პრემიერ-მინისტრი ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადების აუცილებლობას არ ხედავს. როგორც გიორგი გახარიამ საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მომავალში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგება, მთავრობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტური ბრძოლისთვის არის საჭირო, მთავრობას აქვს, ხოლო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას არ შესძენს ისეთ ინსტრუმენტებს რომელიც დღეს არ არ აქვს.