პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს. პრემიერის განცახდებით, ეს მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომელიც არ გადაიხედება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან.