სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი ჩატარებულ საზეიმო წირვა ლოცვას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დესწრო. პრემიერმა აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლობა სახელმწიფოებრივი დღესასწაულია და დღევანდელი დღე პატრიარქს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა.
გიორგი გახარიამ ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ერი განსაცდელში იმყოფება და ამ ბრძოლაში ერთად ყოფნით უნდა მოხდეს გამარჯვება.