მთავრობის მეთაური ეხმაურება სტატიას, რომელიც „ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების განმტკიცების თაობაზე და აცხადებს, რომ საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
"ნებისმიერი მიმართულებით.გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ წერს.